საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობა აშშ-ის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლებთან

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია; დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი გიორგი დგებუაძე; ასოცირებული პროფესორი გიორგი თუმანიშვილი და მოწვეული ლექტორი, სამართლის დოქტორანტი გიორგი გიორგაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლებს - ბიუროს დირექტორს სარა რუპერტს, ვაშინგტონის ოფისის წარომადგენელს პატრიცია ვილდერმუს, პროგრამის კოორდინატორებს - ეკატერინე ფოფხაძესა და თამარ ნასარიძეს შეხვდნენ.

 

შეხვედრა შეეხებოდა თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტსა და აშშ-ის საელჩოს INL ბიუროს შორის პარტნიორობის გაღრმავებას, საერთო სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს.

 

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე, განიხილეს სხვადასხვა პროგრამის დანერგვის, მხარდამჭერი კვლევითი პროექტების განხორციელების, ასევე სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის შესაძლებლობები.

თარიღი: 05/12/2023